imedi /  11 აგვისტო 2017, 22:48 / სანდო წყარო

TAV Georgia 5 ავიაკომპანიას ასახელებს, რომელიც აპრილ-ივლისში ყველაზე მეტ მგზავრს მოემსახურა

TAV Georgia-მ 5 საერთაშორისო ავიაკომპანია დაასახელა, რომელიც 2017 წლის აპრილ-ივლისში ყველაზე მეტ მგზავრს მოესამხურა. 

პირველ ადგილზე Georgian Airways-ია, მეორე ადგილზე Turkish Airlines-ი, მესამეზე - უკრაინის ავიახაზები, მეოთხე ადგილს რუსული AeroFlot-ი და არაბთა გაერთიანებული საამიროების FlyDubai იკავებს.

2017 წლის 7 თვის განმავლობაში აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 48.37 %-ით, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 32.47 %-ით გაიზარდა.

რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილია 2 129 121 მგზავრი, რაც 48.37 %-ით (694 153 მგზავრით მეტი) აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1 434 968 მგზავრი), 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით კი, ზრდა 81.89 %-ს (958 577 მგზავრით მეტი) შეადგენს.

9 აგვისტოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ხუთი ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანია დაასახელა. აღნიშნული მონაცემებით, მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანიების რეიტინგს, რომლებმაც მინიმალური დაგვიანებით შეასრულეს რეისები, „Lufthansa“ უდგას სათავეში. რეიტინგში შემდეგ მოდიან: „Atlasglobal“-ი, „Pegasus“-ი, „Aeroflot“-ი და „AEGEAN AIRLINES“-ი.

კომენტარები ()