imedi /  12 აგვისტო 2017, 17:54 / სანდო წყარო

ტრამპის განცხადების გამო მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა 43 მილიარდი დოლარი დაკარგეს

Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ ბეზოსმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში წამყვანი პოზიცია დაკარგა. მიმდინარე კვირას მისი შემოსავალი კიდევ 2 მილიარდით შემცირდა და ახლა ბეზოსი რეტინგში მესამე პოზიციაზეა. 2,5%-ით შემცირდა ასევე Amazon-ის აქციების ფასიც. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ექსპერტების აზრით, ამისი მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება გახდა ჩრდილოეთ კორეის მისამართით.

ბეზოსის მსგავსად შემოსავლები შეუმცირდათ ასევე სხვა კომპანიებს. საერთო ჯამში სავაჭრო ბირჟაზე მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიების შემოსავლები 43 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ხუთშაბათის ვაჭრობა ბოლო სამი თვის მანძილზე მსოფლიო სავაჭრო ბირჟებზე ყველაზე დიდი დანაკარგით დასრულდა. 

ამ განცხადების გამო პირველ რიგში დაზარალდა ჩრდილოეთ კორეის მაღალტექნოლოგიური კომპანია NetEase-ის დამფუძნებელი. კომპანია 1,8 მილიარდი დოლარით დაზარალდა, ხოლო მარკ ცუკერბერგმა- 1,6 მილიარდი დოლარი დაკარგა.

კომენტარები ()