imedi /  13 აგვისტო 2017, 09:32 / სანდო წყარო

თუშეთის სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა წლის ბოლომდე მოგვარდება

თუშეთი

„თუშეთის სოფლებში წყალმომარაგების პრობლემა წლის ბოლომდე მოგვარდება“, - ამის შესახებ ახმეტის გამგებლის მოადგილემ განაცხადა. ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე წყლის ახალი სათავე ნაგებობის მონტაჟი მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ თუშეთს სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემები აღარ ექნება.

თუშეთის სოფელ ქვემო ომალოს სასმელი წყალი რამდენიმე კვირაა, არ მიეწოდება. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და საკითხის დროულად მოგვარებას ითხოვენ. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული ტურისტების რაოდენობა შემცირდეს. ამ ეტაპზე მოსახლეობას წყლის აღება სოფლიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული ჭაბურღილიდან უწევს.

კომენტარები ()