imedi /  13 აგვისტო 2017, 11:33 / სანდო წყარო

საპარტნიორო ფონდი სავაჭრო-ეკონომიკურ სემინარს მასპინძლობს

დავით საგანელიძე

საპარტნიორო ფონდი ხვალ სავაჭრო ეკონომიკურ სემინარს უმასპინძლებს, რომელიც ფონდის და ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით იმართება. სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების რიგით მეორე სემინარს საქართველოსა და ძიანგსის პროვინციის მთავრობები, ასევე, მუნიციპალიტეტების და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საპარტნიორო ფონდის ცნობით, სემინარს ხვალ დილით „ჰუალინგ თბილისში“ პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის. ხელი მოეწერება რამდენიმე მნიშვნელოვან მემორანდუმს.

ძიანგსის დელეგაცია ორი დღეა თბილისშია და შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავს.

კომენტარები ()