imedi /  13 აგვისტო 2017, 16:50 / სანდო წყარო

14 აგვისტოს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, კობცოვის, ლაღიძის, მესხეთის, ჯანელიძის, ქობულაძის, მათიაშვილის, ჩოჩუას და ბუცხრიკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III და IV კვარტლების, ლოტკინის ხევის, ლოტკინის მთის, რომელაშვილის, ჟღენტის, ზედაუბნის, კაჭრეთის, მაღაროს, მიტინგის, ენისელის, ვასილ თამარაშვილის, კოდალოს, დობროლუბოვის, კალუჟინის, სართანიას და კურნატოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბესაძის, გრიგოლ ხანძთელის, ანტონ კათალიკოსის, კუფტინის, ლერმონტოვის, კოტე აფხაზის, საიათნოვას და ვახტანგ ბერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 14 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, ბოლქვაძის, პანკისის და ბალანჩივაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის X კვარტლის, სამხედრო დასახლების, კალოუბნის, შუამთის, აბაშვილის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს

კომენტარები ()