imedi /  13 აგვისტო 2017, 22:32 / სანდო წყარო

ბიტკოინის კურსმა 4 000 დოლარს გადააჭარბა

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ბიტკოინის კურსმა ისტორიული მაქსიმუმი განაახლა. ამ დროისთვის ბიტკოინის ერთი ერთეული ფასი 4039.99 დოლარია.

24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტა 12,29%-ით გაძვირდა. აგვისტოს დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ბიტკოინი 2 ვალუტად გაიყო

ესენია კლასიკური ბიტკოინი (BTC) და Bitcoin Cash-ი (BCC). ახალ განშტოებას მხარი დაუჭირეს მაინერების ნაწილმა, გადამცვლელებმა და ელექტრონული საფულეების შექმნელებმა. მაინერებმა თავიანთი სიმძლავრეების ნაწილი გადაიტანეს Bitcoin Cash-ის ახალი ბლოკების მიღებაზე, ხოლო შემქმნელებმა რიგითი მომხმარებლებისთვის ახალი ვალუტის ყიდვის, შენახვის და ანგარიშსწროების შესაძლებლობა უზრუნველჰყვეს.

კომენტარები ()