imedi /  02 თებერვალი 2017, 18:01 / სანდო წყარო

დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს ხვდება

შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში

ფინანსთა მინისტრი საქართველოში მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადეგნლებს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემაა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები საქართველოში.

მსოფლიო ბანკი საქართველოში, სამწლიანი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვან რეფორმას უჭერს მხარს, რომლებიც მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ნაწილია. ამ რეფორმებს შორისაა საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო სისტემის რეფორმის შემუშავება, დეპოზიტების დაზღვევის რეფორმა, ინოვაციური ტექნოლოგიების მხარდაჭერა და ბიზნესისგარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული  ღონისძიებები.

კომენტარები ()