imedi /  10 თებერვალი 2017, 11:03 / სანდო წყარო

მეფუტკრეობის კოოპერატივების პროგრამის პირობები იცვლება

მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შედის - პროგრამაში ჩართულ კოოპერატივს სკების, თაფლის საწურის და თაფლის შესანახი ავზების გარდა, გადაეცემა ფიჭის ასათლელი დანა, ელექტროგამაცხელებლით და ფიჭის ანათლის ავზით. პროგრამაში მონაწილეს შეუძლია, მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი აღჭურვილობა.

პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს ინვენტარი ღირებულების 30%-ად გადაეცემა. ხოლო იმ კოოპერატივს, რომლის მეპაიეების 50%-ს შეადგენს დევნილები ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე იმ კოოპერატივს, რომელთა მეპაიეებს შეადგენს მხოლოდ ქალები, კაპიტალური ინვესტირება გადაეცემა ღირებულების 20%-ის ოდენობით.

პროგრამაში რეგისტრაცია თბილისში ჩამოუსვლელად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე (www.acda.gov.ge), დისტანციურად არის შესაძლებელი.

კომენტარები ()