imedi /  15 თებერვალი 2017, 11:39 / სანდო წყარო

საარსებო მინიმუმი 166 ლარია

საქსტატის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საარსებო მინიმუმი 166,3 ლარია. ეს მაჩვენებელი ერთ თვეში, დაახლოებით, 5 ლარით გაიზარდა. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 278,9 ლარია. შარშან დეკემბერში იგივე მაჩვენებელი 271 ლარი იყო.

საქსტატი საარსებო მინიმუმს 2003 წელს ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით ითვლის.

აღსანიშნავია, რომ შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი საქართველოში მინიმალურ პენსიაზე ნაკლებია.

კომენტარები ()