imedi /  16 თებერვალი 2017, 15:37 / სანდო წყარო

გამარტივებული ტენდერი აღარ იქნება

ზაზა ნანობაშვილი

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა ევროპულს დაუახლოვდება. კანონში ცვლილებების განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს. როგორც რადიო იმედის გადაცემა ეკონომიქსში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილე ზაზა ნანობაშვილმა განაცხადა, ცვლილებები ევროდირექტივებით არის ნაკარნახევი.

ნანობაშვილის თქმით, დავების საბჭოში ტენდერის გასაჩივრება ფასიანი ხდება. ტენდერის საფასურის 2% გადახდა მოუწევს იმას, ვინც მასში მონაწილეობას გადაწყვეტს, სხვა დაინტერესებული პირისთვის კი უფასო იქნება, რაც ტენდერის შეყოვნებას შეამცირებს. 

"აღარ იქნება გამარტივებული ტენდერი. რაც შეეხება სატენდერო დოკუმენტაციის წარსადგენად საჭირო პერიოდს,მინიმალური ვადა 3-დან 7 დღემდე გაიზრდება,"- განაცხადა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილემ.

ახალი ცვლილებები, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან ამოქმედდება.

კომენტარები ()