imedi /  17 თებერვალი 2017, 12:50 / სანდო წყარო

სემეკი ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადთან დაკავშირებით სემეკი მორიგ განცხადებას ავრცელებს. მარეგულირებელი კომისიაში  განმარტავენ, რომ სამომხმარებლო ტარიფები არ შეცვლილა. კომისია მიმართავს მოქალაქეებს და მოუწოდებს, რომ გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით მიმართონ შესაბამის გამანაწილებელ კომპანიას ან განცხადებით მომართონ კომისიას და კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. ასევე, დარეკონ ქოლ ცენტრის ნომერზე 16 216.

”კომისია ინდივიდუალურად შეისწავლის მოქალაქეთა განცხადებებს და იმ შემთხვევაში თუ მოკვლევის შედეგად დადასტურდება ზედმეტი დარიცხვა, მოქალაქეებს თანხა ჩამოეწერებათ”, - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები ()