imedi /  17 თებერვალი 2017, 14:24 / სანდო წყარო

გიორგი გახარია სტამბოლის ბიზნესფორუმში მონაწილეობს

გიორგი გახარია

სტამბოლში საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი ბიზნესფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მონაწილეობს.  გახარია ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, 3 ქვეყანას შორის თანამშრომლობა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ მეზობელმა ქვეყნებმა ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობისთვის.

მსგავსი ფორმატის ბიზნესფორუმი უკვე მეხუთედ იმართება. ბიზნესფორუმის პარალელურად, სამი ქვეყნის მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან და სატრანსპორტო თემატიკაზე იმსჯელებენ. 

კომენტარები ()