imedi /  17 თებერვალი 2017, 14:33 / სანდო წყარო

„სტარტაპ საქართველომ" ინოვაციურ კომპონენტში კიდევ 5 გამარჯვებული გამოავლინა

"სტარტაპ საქართველომ" კიდევ 5 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა

გამარჯვებულ პროექტებს შორისაა აკრილის ხელოვნური ქვის გადამამუშავებელი საწარმოს იდეა; ხის მერქნის ზედაპირის დაფარვა პოლიმერული მასალით, რომელიც ელექტრო-სტატიკური მეთოდით განხორციელდება. გამარჯვებულ პროექტებია სამედიცინო შპადელების წარმოების იდეა, ასევე, ღვინის ჩაის და Veggie Press - ნატურალური წვენის წარმოება ინოვაციური რეცეპტით.

პროექტები მრეწველობის, მომსახურების და სოფლის-მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ სფეროებს მოიცავს.

პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ მიზანია, აითვისოს ქართული ბაზრის ნაკლებად განვითარებული სეგმენტი ან დანერგოს სრულიად ახალი პროდუქცია, მომსახურება ან ტექნოლოგია.

თითოეული გამარჯვებული პროექტი 100 000 ლარის ფარგლებში დაფინანსდება.

დამწყები საწარმოების ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამას "საპარტნიორო ფონდი" და "ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" ახორციელებენ.

კომენტარები ()