imedi /  20 თებერვალი 2017, 13:08 / სანდო წყარო

დიმიტრი ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის მაღალჩინოსანს შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი
რიჩარდ დორნბოში

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს რიჩარდ დორნბოშს შეხვდა, რომელიც საქართველოს ამ  რანგში პირველად ეწვია.

შეხვედრაზე პირველმა ვიცეპრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, აგრეთვე განხორციელებულ და მიმდინარე ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე. მხარეები შეთანხმდნენ, ამ რეფორმების იმპლემენტაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა მოხდეს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ დორნბოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში. ვიზიტის ფარგლებშიც ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან.

 

კომენტარები ()