ეკონომიკა

imedi /  30 დეკემბერი 2016, 17:31 / სანდო წყარო

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან კი პირიქით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6468 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით 0.0094  ლარით გამყარდა.

დოლარისგან განსხვავებით ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.კერძოდ, ახალი კურსით ერთი ევრო  2.7940 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით, ერთი ევრო  2.7821 ლარს შეადგენდა. 

კომენტარები ()