imedi /  24 თებერვალი 2017, 10:24 / სანდო წყარო

ეკონომიკის სამინისტრო ბახმაროს განვითარებაზე მუშაობს

ბახმარო

ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ბახმაროში ჩავიდნენ, სადაც ზამთრის პირობებში არსებული დასაგეგმარებელი ტერიტორია დაათვალიერეს და საექსპერტო შეფასებები გააკეთეს.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა ბახმაროს განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ბახმაროში ჰელისკის განვითარებაზე მომუშავე შვეიცარიელმა ინვესტორმა და მისმა ადგილობრივმა პარტნიორებმა.

გასულ წელს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს ,,არტსტუდიო-პროექტმა” უკვე დაასრულა და სამინისტროსთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეათანხმა პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მესამე ეტაპის სამუშოებზე, რაც ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებას გულისხმობს.

კომენტარები ()