imedi /  02 მარტი 2017, 11:31 / სანდო წყარო

საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.5%-ს მიაღწია

2017 წლის თებერვალში საქართველოში ინფლაციის დონემ იანვართან შედარებით 1.7%, ხოლო წინა წლის თებერვალთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 5.5% შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

წინა წელთან შედარებით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 5.5%-ით გაიზარდა. ფასები გაიზარდა შაქარსა და სხვა ტკბილეულზე 14.2%-ით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე 6.4%-ით და ბოსტნეულზე 6.3%-ით. ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-5.2%).

2016 წლის თებერვალთან შედარებით, 35%-ით გაძვირდა თამბაქო.

რაც შეეხება უშუალოდ 2017 თებერვლის ინფლაციას, ფასები იანვართან შედარებით 1.7%-ითაა გაზრდილი.

ერთ თვეში გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული (6.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.7%), ხილი და ყურძენი (2.5%), ზეთი და ცხიმი (1.8%).

ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-0.7%).

თებერვალში ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (9.4%-ით) და ალკოჰოლურ სასმელებზეც (0.9%-ით).

საქსტატის ცნობით, წლიურად ყველაზე მეტად ფასები  სატრანსპორტო სექტორში შეიცვალა. 

კომენტარები ()