imedi /  13 მარტი 2017, 16:16 / სანდო წყარო

ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით თვითმფრინავები კვირაში 10-ჯერ იფრენენ

აზერბაიჯანული ავიაკომპანია „Azerbaijan Airlines“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენის სიხშირეს ზრდის. 2017 წლის 28 მარტიდან ავიაკომპანიის თვითმფრინავები ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით  კვირაში  8-ჯერ იფრენს, ხოლო 2 მაისიდან 2 რეისი დაემატება და ფრენები კვირაში 10-ჯერ შესრულდება.

ამ დრომდე აზერბაიჯანული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 7-ჯერ ასრულებდა. „Azerbaijan Airlines“ ფრენას ყოველკვირეულად - კვირას (28 მარტიდან), სამშაბათსა და ხუთშაბათს (2 მაისიდან) განახორციელებს. ფრენები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. 

კომენტარები ()