imedi /  13 მარტი 2017, 16:54 / სანდო წყარო

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5052 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5111 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0059 ლარი შეადგინა.

ევროს ახალი კურსი 2.6735 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6650 ლარს შეადგენდა.  ევროს ცვლილებამ 0.0085 ლარი შეადგინა.

კომენტარები ()