imedi /  14 მარტი 2017, 12:11 / სანდო წყარო

EBRD რუსთავის აზოტს 125 მლნ დოლარით აღარ დააფინანსებს

EBRD "რუსთავის აზოტს" 125 მილიონი დოლარის დაფინანსებას აღარ გამოუყოფს. ინფორმაციას ბიზნესკონტრაქი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორის, ბრუნო ბალვანერას განცხადებით, "რუსთავის აზოტმა" ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა. EBRD-ის რეგიონული დირექტორი დაფინანსების შეწყვეტის ერთ-ერთ მიზეზად მსოფლიო ბაზრის დინამიკასაც ასახელებს. 

"ჩვენ "რუსთავის აზოტთან" ერთად ვმუშაობდით და დავამტკიცეთ მსხვილი პროექტი. მისი მიზანი, როგორც ყველა სხვა მსგავსი დაფინანსებებისა, სიტუაციის ნორმალიზება იყო. პირობები არ შესრულდა, რაც დაფინანსების შეწყვეტის მიზეზი გახდა. იყო რამდენიმე მიზეზი, მაგრამ მთავარი მათ შორის იყო ბაზრის დინამიკა მსოფლიოში. ჩვენ კარგად ვიცნობთ კომპანიას, თუმცა არ ვიცით, რა მოხდება მომავალში", - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ. 

"ლოიან კაპიტალ ჯგუფში" შემავალ "რუსთავის აზოტსა" და ევრობანკს შორის შეთანხმებას ხელი ზაფხულში მოეწერა. 55-მილიონიანი ფინანსირების პაკეტი, ქართული სასუქოვანი პროდუქციის მწარმოებელ კომპანია "რუსთავის აზოტის" ამიაკის ხაზის წარმოებას და რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა. 155 მილიონი დოლარის დაფინანსებიდან, რეფინანსირებისთვის 125 მილიონს EBRD გასცემდა, ხოლო 30 მილიონს "საქართველოს ბანკი". 

EBRD-ის მიერ გაცემული 125 მილიონიდან, 50 მილიონი EBRD-ის საკუთარი სახსრები იყო, 25 მილიონი ჰოლანდიური ბანკი FMO-ს, ხოლო 50 მილიონი ლუქსემბურგში არსებული East West United Bank-ის. 

კომენტარები ()