imedi /  14 მარტი 2017, 12:40 / სანდო წყარო

ხაჭაპურის გამოცხობის ფასი შემცირდა

კვლევითმა ცენტრმა ISET-მა(ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა) თებერვალში ხაჭაპურის ინდექსის უმნიშვნელოდ შემცირებაზე გააკეთა განცხადება. ორგანიზაციის ცნობით, თებერვალში, იმერული ხაჭაპურის გამოცხობის საშუალო ფასი 3.66 ლარამდე შემცირდა, რაც 0.2%-ით ნაკლებია მიმდინარე წლის იანვრის მაჩვენებელზე და 6.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ეს მაჩვენებელი, ტრადიციულად, ახალი რძის ღირებულებას ასახავს, რომელიც, როგორც წესი, სწორედ ამ პერიოდში იწყება და დროდადრო იზრდება.

ხაჭაპურის ინდექსი, ბოლო ორი თვეა, ქვეყნის მასშტაბით მცირდება, გარდა ქუთაისისა, სადაც ხაჭაპურის ფასი 3.95-ია. ბათუმში იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 3.55 ლარი ჯდება, თელავში კი 3.59 ლარი.

ISET-ის კვლევითი ცენტრი 2011 წლის მაისში თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ბაზაზე გაიხსნა. ISET-PI ახორციელებს დამოუკიდებელ კვლევებს და ტრენინგებს, ასევე კავშირებს ამყარებს სამხრეთ კავკასიის აკადემიურ, პოლიტიკურ და საქმიან წრეებთან.

კომენტარები ()