imedi /  14 მარტი 2017, 16:41 / სანდო წყარო

ბაზარზე კიდევ ერთი ქართული წარმოების წვენი "ჩერო" გამოჩნდა

კახაბერ კოტრიკაძე
"ზედაზენის" გენერალური დირექტორი

დღეიდან ბაზარზე, ასეპტიკური ტექნოლოგიებით დამუშავებული, პირველი ქართული ნატურალური წვენი "ჩერო" გამოჩნდება.

პროექტი "აწარმოე საქართველო"-ს ფარგლებში ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 25 მლნ ლარია. პირველ ეტაპზე განხორციელდება 10 მლნ ლიტრის წარმოება, შემდგომში კი 3-ჯერ გაიზრდება.

პროდუქცია განკუთვნილია როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ისე საექსპორტოდ. კომპანიის მიზანია პროდუქტი ამერიკასა და ევროპაში გაიტანოს. რაც შეეხება წარმოებისთვის ხილის იმპორტს, კომპანიას ხილი სამხრეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებიდან შემოაქვს, წარმოებში მხოლოდ ქართული მანდარინი გამოიყენება.

კომენტარები ()