imedi /  14 მარტი 2017, 17:41 / სანდო წყარო

ლარი გამყარდა

დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. 1 აშშ დოლარი 2.4854 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5052 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 1.98 თეთრი შეადგინა.

ლარი გამყარდა ევროს მიმართაც. 1 ევრო  2.6440 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6735 ლარი იყო.  შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.95 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 15 მარტს შევა ძალაში.

კომენტარები ()