imedi /  15 მარტი 2017, 11:21 / სანდო წყარო

საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

თებერვალში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 168 ლარი და 10 თეთრი შეადგინა, რაც იანვართან შედარებით, 1,8 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 148 ლარი და 90 თეთრია, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი -  282 ლარს და 10 თეთრს შეადგენს. 

რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 238 ლარია, სამსულიანის 268 ლარი, ოთხსულიანის კი - 297 ლარი. 

 

კომენტარები ()