Imedi /  15 მარტი 2017, 12:36 / სანდო წყარო

აგროდაზღვევის არეალი ფართოვდება

ლევან დავითაშვილი

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა აპრილიდან განახლდება - მთავრობა ახალ დადგენილებას მიიღებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, აგროდაზღვევა სავალდებულო არ იქნება. პროგრამაში ცვლილებები შევა, მათ შორის - გაიზარდება დაფარვის მასშტაბი. ლევან დავითაშვილის თქმით, პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია. 2016 წელს პროგრამაში 5 სადაზღვევო კომპანია იყო ჩართული.

წელს გლეხები საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის, ხვნა-თესვის სახელმწიფო პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ - პროექტი დასრულდა. ხელისუფლება გლეხებს ალტერნატიული პროგრამებით - შეღავათიანი აგროკრედიტით, აგროდაზღვევით დაინტერესებას და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებას სთავაზობს.

კომენტარები ()