imedi /  16 მარტი 2017, 01:25 / სანდო წყარო

პოლონეთმა ევროს შემოღება 20 წლით გადადო

პოლონეთის ვიცეპრემიერის მათეუშ მორავეცკის თქმით, პოლონეთი არ აპირებს ევროს შემოღებას მომდევნო 10 ან 20 წლის განმავლობაში, - წერს Bloomberg-ი.

მორავეცკი ამბობს, რომ ქვეყანა მალე ინანანებს, თუკი ის ისეთი ინსტრუმენტების გარეშე დარჩება, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთების დადგენა, თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტის დაბეჭდვა და ა.შ.

"10-20 წლის შემდეგ, როდესაც ეკონომიკის საკვანძო პარამეტრები, გერმანიის, საფრანგეთის და ნიდერლანდების პარამეტრებს დაუახლოვდება, მერე დავფიქრდებით", - თქვა ვიცეპრემიერმა.

იმავდროულად, პარტიის "კანონი და სამართლიანობის" ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ "ევროს შემოღება პოლონეთს სამუდამოდ გადააქცევს პერიფერიულ ქვეყნად".

კომენტარები ()