imedi /  16 მარტი 2017, 08:29 / სანდო წყარო

რუსეთი ირანს ელექტროენერგიას სომხეთის დახმარებით მიაწვდის

"გაზპრომის“ ხელმძღვანელის ალექსეი მილერის განცხადებით, რუსეთი აპირებს ირანს ელექტროენერგია, გაცვლითი ოპერაციებით, სომხეთის დახმარებით მიაწოდოს. ინფორმაციას gazeta.ru ავრცელებს.

„მომავალ წელს სომხეთი მაღალვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის აშენებას გეგმავს, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს ირანის ბაზარზე, სხვადასხვა ოპერაციით, ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელოს“, - განაცხადა მილერმა. მისივე თქმით, ამ დროისთვის უკვე დასრულებულია რაზდანის თბოელექტროსადგურის მეხუთე ბლოკის მოდერნიზაცია.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არ გამორიცხა, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის თანხების დაანგარიშება ეროვნულ ვალუტაში მოხდეს. 

კომენტარები ()