imedi /  16 მარტი 2017, 14:57 / სანდო წყარო

ონლაინსესხის 12 ორგანიზაცია მიკროსაფინანსო კომპანიად დარეგისტრირდა

2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით, საქართველოში ონლაინსესხების გამცემი 12 კომპანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციად დარეგისტრირდა. ინფორმაციას სააგენტო IPN ავრცელებს.

2016 წლის დეკემბერში ონლაინსესხების 7 კომპანია - mon.ge, ccloan.ge, cash24.ge, masesxe.ge, minicredit.ge, mozo.ge, vivus.ge - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად დარეგისტრირდნენ. 

2017 წლის იანვარში ონლაინსესხების 4 კომპანია - 1click.ge, netcredit.ge, wincredit.ge, emascredit.com - დარეგისტრირდნენ როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

თებერვალში კი lendo.ge გადაკეთდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციად.

ონლაინ სესხების კომპანიების ნაწილმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად გადაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ მსგავსი კომპანიების მიმართ ახალი რეგულაციების შემოღება დააანონსა.

ოფიციალური ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში 80 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოქმედებს.

კომენტარები ()