imedi /  16 მარტი 2017, 22:07 / სანდო წყარო

აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებში თბილისის აეროპორტიც მოხვდა

თბილისის საერთაშორისო
აეროპორტი

ამსტერდამში გამართულ Skytrax World Airport Awards 2017-ზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ზედიზედ მეოთხედ დასახელდა. ინფორმაციას cbw.ge ავრცელებს.

მგზავრთა გამოკითხვის შედეგად - ბუდაპეშტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, რიგის, ბელგრადის, თბილისის, სოფიას, ბრატისლავას, ბუქარესტის და სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტები - 2017 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად აღიარეს.

Skytrax ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. 

კომენტარები ()