imedi /  17 მარტი 2017, 11:31 / სანდო წყარო

თბილისში მომავალ წელს Hilton-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება

თბილისში Hilton-ის პირველი სასტუმრო მომავალი წლის გაზაფხულზე გაიხსნება. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია "რედიქსს" ეკუთვნის. სასტუმროს გახსნის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა პაპაშვილი რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ Hilton-ის გახსნა 2018 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. 

სასტუმროს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი, EBRD-ის თანადაფინანსებით, ჭავჭავაძის გამზირზე აშენებს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31 მილიონი დოლარია. 14-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 165 ნომერი იქნება განთავსებული, საშუალო სეგმენტსა და ბიზნეს მოგზაურებზე იქნება გათვლილი.

Hilton-ის ბრენდის ქვეშ სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. 2019 წელს აღნიშნული სასტუმროს გახსნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაშიც იგეგმება.

კომენტარები ()