imedi /  17 მარტი 2017, 16:46 / სანდო წყარო

ყველაზე მაღალ და დაბალანაზღაურებადი სექტორები დასახელდა

თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი

საქსტატის ინფორმაციით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2016 წლის მე-4 კვარტალში 1065,9 ლარია.

მონაცემების თანახმად, 2016 წლის მე-4 კვარტალში ყველაზე დაბალი ანაზღაურება განათლების სექტორში იყო 589,2 ლარი. ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი საფინანსო სექტორში დაფიქსირდა და 2023,9 ლარი შეადგინა.

მას 1643,6 ლარით სამშენებლო სექტორი მოსდევს. საშუალოდ 1375,7 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა.

თვეში საშუალოდ 1346,8 ლარს იღებენ ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში დასაქმებული ადამიანები. საშუალოდ 1255,3 ლარითაა განსაზღვრული ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების სექტორში დასაქმებულთა ხელფასი.

კომენტარები ()