imedi /  17 მარტი 2017, 17:45 / სანდო წყარო

ბიზნესის წარმომადგენლებს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები არ მოსწონთ

მიხეილ კორძახია
დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი

დამსაქმებელთა ასოციაციაში ბიზნესის წარმომადგენლები შრომის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. კანონპროექტი ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და, შრომითი პირობების დარღვევის შემთხევაში, ბიზნესისთვის საჯარიმო სანქციებს განსაზღვრავს.

ბიზნესსექტორს საკანონმდებლო ცვლილებების ის ნაწილი არ მოსწონს, რომლითაც შრომის ინსპექციას უფლება ეძლევა, სასამართლო ნებართვის გარეშე, საწარმოში შევიდეს და შეამოწმოს ყველა პირობა, მათ შორის, ფინანსური დოკუმენტაცია. სფეროს წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროს მათთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებენ.

ამ ეტაპზე კანონპროექტს სხვადასხვა სამინისტრო სწავლობს, რის შემდეგაც ის განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.  

კომენტარები ()