imedi /  17 მარტი 2017, 19:10 / სანდო წყარო

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4817 ლარი გახდა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა - 2.5039 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0222 ლარი შეადგინა.

ევროს კურსი 2.6720 ლარია. ცვლილებამ 0.0124 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ლარის ახალი გაცვლითი კურსი ხვალიდან შევა ძალაში.

კომენტარები ()