imedi /  17 მარტი 2017, 22:38 / სანდო წყარო

GWP ყოველკვირეულ ანგარიშს აქვეყნებს

GWP

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანიის მიერ თბილისის სხვადასხვა უბანში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 

კომპანიის ინფორმაციით:

დღეს მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, GWP-მ წყალსადენის 130 მმ-იანი 200 მეტრამდე სიგრძის ახალი ქსელი მოაწყო, რომელსაც ოქროყანას "გ" ზონის  სასმელი წყლის  რეზერვუარზე დააერთებს. ასევე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით,  "გ" ზონაში  ახალი სატუმბო სადგური ეწყობა, რაც ოქროყანის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

საბურთალოს რაიონში, შერმადინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, მაგისტრალური წყალსადენის 400 მეტრი სიგრძის ახალი ქსელი მოეწყო და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.

სამუშაოები დასრულდა, ასევე, ამავე რაიონში, ზაქარიაძის ქუჩაზეც, სადაც წყალსადენის ქსელის 400 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

აქტიურად გრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც  წყალსადენის ქსელის 4.3კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი 76 ურდული მონტაჟდება.

ამავე რაიონში, ლილოს დასახლებაში, ნამორაძის ქუჩაზე,  სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა და წყალსადენის ქსელის 130 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩაზე,  სადაც  წყალსადენის ქსელის 1კმ-ზე მეტი  სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 28 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში კომპანია 357 000 ლარის ინევსტიციას ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე, სადაც წყალარინებისქსელის 760 მეტრი  სიგრძის  მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

სამუშაოები დაიწყო გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში. აქ წყალსადენის ქსელის 2.7კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 7 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში კომპანია 538 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

სამუშაოები, ასევე, დაიწყო წყნეთში, ამილახვრის ქუჩაზე, სადაც წყალსადენის ქსელის 160 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

2017 წლის მანძილზე კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

კომენტარები ()