imedi /  18 მარტი 2017, 08:31 / სანდო წყარო

აშშ-ში ქვანახშირისგან ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა

2016 წელს აშშ-ში ბუნებრივი აირიდან ელექტროენერგიის წარმოების მოცულობამ პირველად გაუსწრო ქვანახშირიდან ელექტროენერგიის წარმოების მოცულობას, იუწყება Rambler News Service.

სპეციალისტების თქმით, გასულ წელს ქვანახშირზე მოთხოვნილება მთელ მსოფლიოში შემცირდა. თუმცა მყარ საწვავზე მოთხოვნილების შემცირება ყველაზე მეტად აშშ-ში აღინიშნა.

2016 წელს ენერგიის განახლებულმა წყაროებმა (მათ შორის ჰიდროენერგეტიკა) უზრულველყვეს ელექტროენერგიის მსოფლიო მოთხოვნილების ნახევარი, აქედან ჰიდროენერგეტიკა ამ წილის ნახევარს შეადგენდა.

2012 წელს ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს, რომ 2017 წლისთვის მსოფლიო ენერგეტიკაში ქვანახშირის წილი ნავთობისას გაუთანაბრდებოდა.

კომპანია Wood Mackenzie ექსპერტმა William Durbin-მა აღნიშნა, რომ 2020 წლისთვის ქვანახშირი მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი საწვავი იქნება. მისი მოხმარება მიაღწევს ნავთობის ეკვივალენტის 4,5 მილიარდ ტონას, მაშინ, როცა ნავთობის წილი 4,4 მილიარდი ტონა იქნება. ქვანახშირზე მოთხოვნილების გაზრდას ხელს შეუწყობს ჩინეთი და ინდოეთი. 

კომენტარები ()