imedi /  19 მარტი 2017, 10:02 / სანდო წყარო

ფოთის ნავსადგურში გემმა ფეკალური წყლები ჩაღვარა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა. გემის კაპიტანს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა.

გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს. 

კომენტარები ()