imedi /  20 მარტი 2017, 10:56 / სანდო წყარო

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება

ლონდონისა და ნიუ-იორკის ბირჟებზე ეს კვირა ნავთობის გაიაფებით დაიწყო. Gazeta.ru-ს ცნობით, ნიუ-იორკში WTI-ის მარკის ნავთობის ფასი 0,82 %- ით შემცირდა და ბარელზე 48,38 დოლარი შეადგინა. ლონდონში კი ბრენტის მარკის ნავთობი 0,6 %-ით გაიაფდა და ბარელზე 51,45 დოლარი შეადგინა.

ამასთან აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 237 ათასი ბარელით შემცირდა და შეადგინა 528,156 მლნ ბარელი. შემცირდა ბენზინის მარაგებიც 3,055 მლნ ბარელით.

კომენტარები ()