Imedi /  20 მარტი 2017, 13:43 / სანდო წყარო

ქუმსიშვილი: ბიუროკრატიაზე ძალიან ცოტა თანხა და დრო იხარჯება

დიმიტრი ქუმსიშვილი

"ვართ მე-7 ბიზნესის დაწყებაში და მე-3 მშენებლობის ნებართვის გაცემაში; "მსოფლიო ბანკის" Doing Business-რეიტინგში - მე-16, 198 ქვეყანას შორის; Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში - მე-13; TRACE Matrix-ის კორუფციის ინდექსით - მე-11. ბიუროკრატიაზე ძალიან ცოტა თანხა და დრო იხარჯება. დარწმუნებული ვარ, მომავალში უკეთესი შედეგები გვექნება. მთავრობის მხარდაჭერა და ბიზნესგარემო ბიზნესის სწრაფად და მარტივად დაწყების შესაძლებლობას იძლევა. ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გამართული შეხვდეს მომდევნო წლებს და გახდეს რეგიონის და მსოფლიოს ერთ-ერთი წარჩინებული ქვეყანა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესფორუმზე "საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები".

ფორუმი Business Information Agency-ის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები ()