imedi /  20 მარტი 2017, 16:30 / სანდო წყარო

ახალ ჰესზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გაიცა

"აჭარ ენერჯი 2007"-ზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გაიცა.

საქმე ეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალ ჰესს, რომლის სიმძლავრე 47,48 მეგავატია. სემეკ-ის გადაწყვეტილების შემდეგ "ხელვაჩაური ჰესი 1" ოფიციალურად ამუშავდება.

ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო გამომუშავება 229.8 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს . სადგური 6 აგრეგატისგან შედგება. პროექტი თურქული ინვესტიციით ხორციელდება.

მშენებარე კასკადი სამ ჰესს მოიცავს - "კირნათი ჰესი", "ხელვაჩაური ჰესი 1" და "ხელვაჩაური ჰესი 2".

კომენტარები ()