imedi /  20 მარტი 2017, 18:15 / სანდო წყარო

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ახალი კურსით 1 დოლარი 2,4816 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.4817 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0001 ლარი შეადგინა.

ევროს ახალი კურსი  2.6704 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6720 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0,0016 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალ 21 მარტს შევა ძალაში.

კომენტარები ()