imedi /  20 მარტი 2017, 19:42 / სანდო წყარო

Forbes-ის ახალ რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 367-ე ადგილზეა

ბიძინა ივანიშვილი

Forbes-ის ახალი რეიტინგის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება $300 მილიონით შემცირდა.

Forbes-ის 2016 წლის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 4.8 მილიარდს შეადგენდა. წელს მის ქონებას გამოცემა 4.5 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს. შესაბამისად, კლებამ ერთ წელიწადში 300 მილიონი დოლარი შეადგინა.

გამოცემა წერს, რომ 2016 წელს ივანიშვილმა ხელოვნების 3 ნიმუში გაყიდა და 110 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, მათ შორის აუქციონზე 61 მილიონ დოლარად გაასხვისა დე კუნინგის ტილო.

Forbes-ის სიის სათავეში კვლავ ბილ გეითსია (86 მილიარდი დოლარი). ყველაზე წარმატებული წელი Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსთვის აღმოჩნდა. მან ერთ წელიწადში დამატებით 27.6 მილიარდი დოლარი მიიღო და უმდიდრეს ადამიანთა სამეულში შევიდა.

კომენტარები ()