imedi /  20 მარტი 2017, 21:08 / სანდო წყარო

ბათუმის სასტუმროებში ფასდაკლების კვირეული დაიწყო

ბათუმის სასტუმროები ფასდაკლების კვირეულში ჩაერთვნენ. 

ფასდაკლებების კვირეული არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაციისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება.

Discount Week თებერვალში კახეთში გაიმართა, ახლა კი მისი მასპინძელი აჭარაა.
ეს არის ღონისძიება, რომელიც მოიცავს რეგიონებში სასტუმროს სერვისით ფასდაკლებით სარგებლობას.

პროექტის მიზანია, არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის წახალისება. პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს ვიზიტორების მოზიდვაში.

კომენტარები ()