imedi /  20 მარტი 2017, 20:40 / სანდო წყარო

ირანულ დელეგაციას ეკონომიკის მინისტრი შეხვდა

შეხვედრა ეკონომიკის
სამინისტროში

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თბილისში ვიზიტის დროს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გვახარიაც შეხვდა. მინისტრმა იბრაჰიმ რაჰიმპურთან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ითქვა, რომ 2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან ირანში პროდუქციის ექსპორტი 30%-ით გაიზარდა. ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, სამკურნალო საშუალებები, ცხვრის ხორცი და სხვა. ითქვა ასევე, რომ საქართველოს გააჩნია პოტენციალი ირანში მინერალური და მტკნარი წყლების, ხილ-ბოსტნეულის წვენებისა და კონსერვების, ჩაის და შაქრის შემცველი გაზიანი სასმელების ექსპორტიც აწარმოოს.

გიორგი გახარიამ და იბრაჰიმ რაჰიმფურმა ტურიზმის სფეროში აქტიური ურთიეთთანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს. ირანი, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, მე-6 ადგილზეა მთავარ 15 ქვეყანას შორის. სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს, საქართველოში ირანიდან 147 915 ტურისტი შემოვიდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატება.

კომენტარები ()