კულტურა

23 მარტი 2017, 15:20

ქართული სუფრის კულტურას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრას) არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საკონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. ბრძანებას ხელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აწერს.

23 მარტი 2017, 14:10

National Geographic: კუვუკლია ჩამოშლის პირასაა

რესტავრატორების თქმით, აღდგომის ტაძრის ქვეშ გამავალმა სადრენაჟო სისტემამ კუვუკლიას (ქრისტეს საფლავის სალოცავი) ფუნდამენტი უკვე დააზიანა. რესტავრატორების განცხადებით, ის ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს. National Geographic-ის ცნობით, სამუშაოების ჩატარებას 10 თვე სჭირდება, სამუშაოების ღირებულება კი 6 მილიონ ევრომდეა.

23 მარტი 2017, 01:20

ნიჩბისში წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის უნიკალური ფრესკები დააზიანეს

ვიზიტორებმა კედლებზე სხვადასხვა ნახატი დ სახელები ამოკაწრეს. ეკლესიის ერთ-ერთ სარკმელში კი შეშის ღუმელის საკვამური გადის, რომელიც ტაძარზე არსებულ ორნამენტებს ჭვარტლავს. XVI-XVII საუკუნეების ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

22 მარტი 2017, 23:33

"მანდარინების" მთავარი როლის შემსრულებელი ლემბიტ ულფსაკი გარდაიცვალა

ფილმში "მანდარინები" მთავარი როლის შემსრულებელი, ესტონელი მსახიობი ლემბიტ ულფსაკი გარდაიცვალა. ამის შესახებ, Facebook-ზე ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე წერს.

22 მარტი 2017, 21:20

ნაციონალური საბალეტო დასის გასტროლი იაპონიაში სრული ანშლაგით დასრულდა

პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი დასთან ერთად ბოლო კლასიკურ გალაზე, ტოკიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ "ბუნკა კაი კანის" თეატრში წარდგა. საბალეტო დასის ხელმძღვანელმა კონცერტის ბოლოს "ილოურიც" შეასრულა.

22 მარტი 2017, 16:50

ჩაკ ბერის ახალი სიმღერა გამოქვეყნდა

ჩაკ ბერის ახალი სიმღერა "Big Boys" მომღერლის Youtube-ს არხზე აიტვირთა. მომღერლის ახალი ალბომის გამოშვება 16 ივნისაა დაგეგმილი. ჩაკ ბერი, რომელიც როკ-ენ-როლის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება, 90 წლისა, 18 მარტს გარდაიცვალა.

22 მარტი 2017, 10:00

"აზიური კინოს დედოფალი" გარდაიცვალა

ჰონგკონგში ჩინელი მსახიობი და მომღერალი ქალი ლი ლიხუა 92 წლისა გარდაიცვალა. 1930-იან წლებში ის შანხაის კინემატოგრაფის ოქროს ხანის ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი იყო. ლი ლიხუა ასევე არის პირველი ჩინელი მსახიობი, რომელსაც ჰოლივუდში გადაღების პატივი ერგო. მსახიობი 100-ზე მეტ ფილმში მონაწილეობს.

22 მარტი 2017, 09:19

მწერალი კოლინ დექსტერი გარდაიცვალა

BBC-ს ცნობით, მწერალი ოქსფორდში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მან 1975-1999 წლებში 14 წიგნი დაწერა გამოგონილ პერსონაჟზე - ინსპექტორ მორსზე, რომელიც ოქსფორდში პოლიციის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. დექსტერის რომანების მიხედვით, პოპულარული სერიალი „ინსპექტორი მორსი“ გადაიღეს.

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}