imedi /  14 აპრილი 2017, 20:06 / სანდო წყარო

პირველი „ადიდასები“ ათასი წლის წინ ეცვათ

მონღოლმა არქეოლოგებმა ქვეყანაში ნაპოვნი ქალის ნეშთის საფუძვლიანი ანალიზი ჩაატარეს, რომელიც ცნობილი გახდა თავისი ფეხსაცმლის „ადიდასური“ ზოლებით. მის სამარხში ნაპოვნი ნივთებითა და მუმიფიცირების ნიშნებით დადგინდა, რომ ის დაახლოებით 1100 წლისაა და წარმოშობით თურქია. ამის შესახეებ გამოცემა Siberian Times-ი წერს.

ქალის ნეშთი გახვეული იყო თექის ქსოვილში. მის ქვეშ ასევე მუმიფიცირებული ცხენი და მისი უნაგირი იყო მოთავსებული. ასევე რკინის ჩაიდანი, ხის თასი, სარეცხი ტაშტი და ქვაბი. 

მუმიას სპეციფიკური ფეხსაცმელი ეცვა - მომთაბარეებისთვის დამახასიათებელი თბილი ტყავის ფეხსაცმელი მუხლის სიგრძემდე - ქვედა ნაწილში წითელი და შავი ზოლებიანი ნაქარგით. დეკორატიული თასმები ფერადი შენადნობებისგანაა დამზადებული. მშრალი კლიმატის გამო, საღებავმა თავისი ფერი შეინარჩუნა. გარეგნულად, ის ძალიან ჰგავს „ადიდასის“ ბოტასებს.

კომენტარები ()