imedi /  16 აპრილი 2017, 12:23 / სანდო წყარო

ბრიტანული არქიტექტურული პრემიის პრეტენდენტები დასახელდა

ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტმა (RIBA) სტირლინგის პრიზის პრეტენდენტთა სია გამოაქვეყნა

სიაში მოხვდნენ ისეთი არქიტექტორები და ბიუროები, როგორებიცაა AHMM, Stiff + Trevillion-ი, Hampson Williams Ltd, Alan Higgs Architects-ი, NGArchitecture, WilkinsonEyre-ი და Herzog & de Meuron-ი.

ჩამონათვალში შესულია ინგლისური კომპანიების მიერ აშენებული 85 შენობა მთელი მსოფლიოდან. ჟიური ყველა ამ შენობას მოინახულებს და ივნისში 4 რეგიონულ ლაურეატს გამოარჩევას, რომლებიც საბოლოოდ მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ.

პრემიას ინგლისელი არქიტექტორის ჯეიმს სტირლინგის სახელი ჰქვია. ​ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტი სტირლინგის პრიზით კანდიდატებს 1996 წლიდან ყოველწლიურად აჯილდოვებს. 

 

კომენტარები ()