imedi /  17 აპრილი 2017, 13:55 / სანდო წყარო

ჰარი პორტერი და ასტერიქსი პარიზელებს მარინ ლე პენის წინააღმდეგ მოუწოდებენ

პარიზის ქუჩებში გამოჩნდა პლაკატები, რომლებზეც მხატვრული და ანიმაციური ფილმების პერსონაჟები საზოგადოებას მოუწოდებენ, არ მისცენ ხმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერს მარინ ლე პენს.

ჰარი პორტერის პლაკატზე ვკითხულობთ: „არ ახსენოთ მისი სახელი არჩევნების დროს“. „ვარსკვლავური ომების“ გმირი იოდა პარიზელებს „ბნელ მხარეზე გადასვლის საშიშროებაზე“ აფრთხილებს. ასტერიქსისა და ობელიქსის პერსონაჟები, თევზის გაძვირებაზე ჩივიან – „ რა? ამისთვის დავტოვეთ ევროზონა?“.
 


იმავდროულად, ყველა პლაკატს ერთი საერთო წარწერა აქვს: "არ მივცემთ ხმას ნაცფრონტს!".

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები აპრილის ბოლოს და მაისში ორ ტურად ტარდება. მასში 11 კანდიდატი მონაწილეობს.

კომენტარები ()