imedi /  17 აპრილი 2017, 16:02 / სანდო წყარო

ჩარლი ჩაპლინის იუბილე 600–მდე თაყვანისმცემელმა აღნიშნა

შვეიცარიაში, ჩარლი ჩაპლინის გმირის "მაწანწალას" ფორმაში გადაცმულმა 662–მა ფანმა, მისი 128-ე იუბილეს აღსანიშნავად, ფლეშმობი გამართა. ინფორმაციას გამოცემა Variety ავრცელებს.

რეჟისორის და მსახიობის თაყვანისმცემლები, მისი სახლის წინ შეიკრიბნენ, სადაც ის ბოლო 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.  


სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინ უმცროსს, შემოკლებით ჩარლი ჩაპლინს ეძახდნენ. ინგლისელი კომიკოსი, ჰოლივუდის კინოს ადრეულ და შუა პერიოდში ყველაზე სახელგანთქმული არტისტი და რეჟისორი იყო. ის პირველ მსოფლიო ომამადე ყველაზე ცნობილ ვარსკვლავად და კინოხელოვნების სიმბოლოდ მიიჩნევა.

კომენტარები ()