imedi /  17 აპრილი 2017, 17:10 / სანდო წყარო

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ისევ იყიდება

"ბათუმელების" ინფორმაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 4 უშედეგო მცდელობის შემდეგ გასაყიდად ისევ გამოიტანა.

ამჯერად ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა ბათუმში, მასთან დაკავშირებული ძირითადი საშუალებები და მცირეფასიანი ინვენტარი ერთ ლოტად, 15 მილიონ ლარად და პირობებით იყიდება.

მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 თვის ვადაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება უნდა გააფორმოს, შესაბამის უფლებამოსილ უწყებასთან; ასევე უნდა გააფორმოს ფასადზე განთავსებული ასტრონომიული საათის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება, ქონების მესაკუთრესთან, ბათუმის მერიასთან.  

24 თვის ვადაში კი, არანაკლებ 25-ნომრიანი სასტუმრო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები უნდა ამოქმედდეს; ამ ობიექტების ამოქმედებიდან იდან 2 თვეში არანაკლებ 50 მოქალაქე უნდა დაასაქმოს, მათი 90 % საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს; მყიდველმა დასაქმებულები მუდმივად 20 წლის ვადით უნდა შეინარჩუნოს; არანაკლებ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

კომენტარები ()