imedi /  17 აპრილი 2017, 20:27 / სანდო წყარო

ჰემინგუეის მარლენ დიტრიხისადმი მიწერილი სასიყვარულო წერილი აუქციონზე იყიდება

ერნესტ ჰემინგუეი
მარლენ დიტრიხი

ერნესტ ჰემინგუეის წერილი, რომელშიც ის მსახიობს და მომღერალს, მარლენ დიტრიხს სიყვარულში გამოუტყდა, გასაყიდად აუქციონზე გაიტანეს. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

ჰემინგუეის დიტრიხისადმი მიწერილი წერილი 1952 წლის 12 აგვისტოთია დათარიღებული. მას მწერალი შემდეგნაირად აწერს ხელს: "Love, Mister Papa".

წერილის საწყისი ღირებულება 30 ათასი დოლარია. აუქციონი ნიო-იორკში 4 მაისს გაიმართება.

წერილში ჰემინგუეი წერს: "იცოდე, რომ მიყვარხარ სამარადისოდ და ეს ზოგჯერ მავიწყდება, ისე როგორც მავიწყდება ჩემი გულისცემა. და ამის მიუხედავად, ის მაინც ცემს. "

ერნესტ ჰემინგუეიმ და მარლენ დიტრიხმა ერთმანეთი 1934 წელს გაიცნეს, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ. ჰემინგუეის თქმით, ისინი "არასინქრონული ვნების" მსხვერპლნი იყვნენ - როდესაც ერთი თავისუფალი იყო, მორეს ჰყავდა პარტნიორი და ასე სულ. 

ამერიკელი მწერალი 4-ჯერ დაოჯახდა, მაგრამ არცერთხელ არ გაუმართლა. 1961 წელს მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

კომენტარები ()